დისპეჩინგის კურსი — ამერიკის სატრანსპორტო ლოჯისტიკა

10 ლექცია · 4 კვირა · 6 ონლაინ + 4 პრაქტიკული თბილისში · 900 ₾ · სერტიფიკატი

Chicago, IL
ცხელი
აქტიური ტვირთი4,120
საშუალო რეიტი$3,100
ცხელი მიმართულება → New York, NY
Los Angeles, CA
ცხელი
აქტიური ტვირთი3,240
საშუალო რეიტი$2,840
ცხელი მიმართულება → Phoenix, AZ
Atlanta, GA
ცხელი
აქტიური ტვირთი2,860
საშუალო რეიტი$2,640
ცხელი მიმართულება → Miami, FL
Dallas, TX
სტაბილური
აქტიური ტვირთი2,180
საშუალო რეიტი$2,400
ცხელი მიმართულება → Atlanta, GA
Memphis, TN
სტაბილური
აქტიური ტვირთი1,540
საშუალო რეიტი$2,180
ცხელი მიმართულება → Dallas, TX
Phoenix, AZ
სტაბილური
აქტიური ტვირთი1,220
საშუალო რეიტი$2,260
ცხელი მიმართულება → Los Angeles, CA
Seattle, WA
სტაბილური
აქტიური ტვირთი980
საშუალო რეიტი$2,920
ცხელი მიმართულება → Portland, OR

10 გაკვეთილი

6 ონლაინ + 4 პრაქტიკული თბილისში

დამწყები დონე

წინასწარი გამოცდილება არ არის საჭირო

მოქნილი განრიგი

აირჩიე შენთვის მოსახერხებელი დრო

რა არის დისპეჩინგი და რატომ არის ეს დისტანციური სამუშაოს საუკეთესო ვარიანტი საქართველოდან

დისპეჩერი ამერიკული სატრანსპორტო კომპანიის „ოპერატორია": პოულობს ტვირთს load board-ზე, ათანხმებს ფასს ბროკერთან, გეგმავს მარშრუტს და მძღოლს გზაში ყოველდღიურად უჭერს მხარს. ეს სამუშაო სრულად დისტანციურია — გჭირდება ლეპტოპი, ინტერნეტი და ინგლისური. სწორედ ამიტომ საქართველოდან ბევრი ადამიანი მუშაობს დისპეჩერად ამერიკულ კომპანიებზე.

რას აკეთებს დისპეჩერი ყოველდღიურად

დილით ამოწმებს მძღოლის ლოკაციას და ELD-ს, ეძებს შემდეგ ტვირთს DAT-ზე ან Central Dispatch-ზე, ურეკავს ბროკერს და ათანხმებს რეიტს, აგზავნის დოკუმენტებს, ადევნებს თვალს მიწოდებას. საღამოს — ანგარიში და ხვალინდელი დღის გეგმა.

რამდენს გამოიმუშავებს დისპეჩერი

შემოსავალი დამოკიდებულია მძღოლების რაოდენობაზე და სქემაზე — ფიქსირებული ხელფასი ან პროცენტი ყოველი ტვირთიდან.

კურსის აღწერა — დისპეჩინგის კურსი ნულიდან დასაქმებამდე

შემოდი ამერიკის სატრანსპორტო ლოჯისტიკის სამყაროში — დისპეჩინგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია და დისტანციური სამუშაოს საუკეთესო ვარიანტია საქართველოდან. ეს დისპეჩინგის კურსი მოგცემს რეალურ უნარებს დასაქმდი ამერიკის ბაზარზე: მძღოლების კოორდინაცია, ლოდების შერჩევა, მარშრუტების ოპტიმიზაცია, კომუნიკაცია ბროკერებთან და კლიენტებთან.

არ აქვს მნიშვნელობა, ნულიდან იწყებ თუ უკვე გაქვს გამოცდილება — კურსი მოგცემს მტკიცე საფუძველს დისპეჩინგსა და ლოჯისტიკაში — ნულიდან დისპეჩერად მუშაობის დაწყებამდე. სწავლის შემდეგ მზად იქნები პირველი დღიდან.

ვისთვის არის ეს კურსი

მათთვის, ვისაც სურს დისტანციური კარიერა ამერიკულ კომპანიაში — თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან ან საზღვარგარეთიდან. სტუდენტებისთვის, ვინც ძირითადი სამსახურის პარალელურად სწავლობს. და მათთვის, ვისაც უკვე აქვს ლოჯისტიკის გამოცდილება და უნდა ამერიკულ ბაზარზე გადასვლა.

რა გჭირდება დასაწყებად

ინგლისურის საბაზისო დონე — ბროკერებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაციისთვის — და ლეპტოპი. სხვა ყველაფერს კურსზე ისწავლი.

რას ისწავლი დისპეჩინგის კურსზე

გადაწყვეტილებები რეალურ დროში

ისწავლი როგორ მართო კრიზისები ამერიკის გზებზე — როცა ლოდი იცვლება, მძღოლი ვერ პასუხობს, ან მარშრუტი იცვლება. ეს უნარი გხდის ფასიან დისპეჩერად.

პროფესიული ხელსაწყოები — TMS, ELD, load board

TMS, ELD, load board პლატფორმები — გაეცნობი იმავე სისტემებს, რომელსაც ამერიკაში დისპეჩერი ყოველდღიურად იყენებს. სამუშაოს პირველ დღეს მზად იქნები. სწორედ ასე მუშაობს დისპეჩინგი პრაქტიკაში — არა თეორიით, არამედ ცოცხალ სისტემებში.

ეფექტური კომუნიკაცია ინგლისურად ბროკერებთან და მძღოლებთან

ისწავლი მძღოლებთან, ბროკერებთან და კლიენტებთან საუბრის ხელოვნებას — ნათლად, კონკრეტულად, თავდაჯერებულად. პრაქტიკული სცენარები ცოცხალი დიალოგებით.

მხარდაჭერა კურსის შემდეგაც — დასაქმებამდე

არ ვტოვებთ მარტო. კურსდამთავრებულების კერძო ჯგუფი, მენტორის წვდომა, საქმის შოვნაში დახმარება — სანამ ამერიკის ბაზარზე ფეხს არ მოიკიდებ.

მრავალი ამოცანის პარალელური მართვა

2-3 მძღოლი, 5 აქტიური ლოდი, ცვალებადი მარშრუტი — ისწავლი როგორ მართო ყველაფერი ფოკუსისა და დეტალების დაკარგვის გარეშე.

მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია

ისწავლი ეფექტური მარშრუტების შერჩევას — დროის, საწვავის და ღირებულების ფაქტორების გათვალისწინებით. ნაკლები კმ = მეტი მოგება.

Car hauler დისპეჩინგი — ავტოგადაზიდვის სპეციფიკა

ავტომობილების გადაზიდვა (car hauling) ჩვეულებრივი ტვირთისგან განსხვავდება: სხვა load board-ები, სხვა დოკუმენტაცია, სხვა რეიტები. კურსზე სწორედ ამ სეგმენტს ვსწავლობთ სიღრმისეულად.

როგორ მიმდინარეობს დისპეჩინგის შესწავლა — 10 ლექცია, 4 კვირა

6 ონლაინ ლექცია ცოცხლად

Zoom-ში, ლექტორთან ერთად, კითხვებით და რეალური ქეისებით. ყველა ლექცია იწერება — თუ გამოტოვე, მერე ნახავ.

4 პრაქტიკული შეხვედრა თბილისში

რეალურ load board-ზე, რეალურ ტვირთებზე, ლექტორის გვერდით. აქ ხდება თეორია უნარად.

სერტიფიკატი და დასაქმების მხარდაჭერა

კურსის ბოლოს იღებ ვარიანტის სერტიფიკატს და ხვდები კურსდამთავრებულების დახურულ ჯგუფში. გუნდი გეხმარება რეზიუმეში და პირველ გასაუბრებებში.

ლექტორი

ნუცა ცარულაშვილი — მოქმედი დისპეჩერი, ყოველდღიურად მუშაობს ამერიკულ ბაზარზე და სწავლების პროცესში რეალურ ქეისებს იყენებს.

სტუდენტების შეფასებები

მოისმინე ჩვენი კურსდამთავრებულებისგან — როგორ შეცვალა მათი ცხოვრება ვარიანტის დისპეჩინგის კურსმა.

კურსმა სრულად შეცვალა ჩემი კარიერა. 3 თვეში დავიწყე მუშაობა ამერიკულ კომპანიაში დისპეჩერად.

გიორგი მამულაშვილი @giorgi_m

პრაქტიკული სწავლება, რეალური ქეისები. ცოდნა პირდაპირ გამოვიყენე სამსახურში — დაუყოვნებლივ.

ნინო კოპალიანი @ninoko

საუკეთესო ინვესტიცია ჩემი ოუნდობისთვის. მენტორები ხელმისაწვდომები იყვნენ ნებისმიერ დროს.

ლუკა ჯანელიძე @lukajan

ხშირად დასმული კითხვები დისპეჩინგის კურსზე

ყველაფერი, რაც კურსის შესახებ უნდა იცოდე. ვერ იპოვე პასუხი? დაგვიკავშირდი — ჩვენი გუნდი დაგეხმარება.

საჭიროა თუ არა წინასწარი გამოცდილება?

არა, წინასწარი გამოცდილება არ არის საჭირო. კურსი შექმნილია სრულიად დამწყებთათვის — გასცემს ყველა საჭირო უნარს და ცოდნას წარმატებისთვის.

რა ხანგრძლივობისაა კურსი?

დისპეჩინგის კურსი გრძელდება 4 კვირა და მოიცავს 10 ლექციას: 6 ონლაინ ლექციას ცოცხლად, Zoom-ში, და 4 პრაქტიკულ შეხვედრას თბილისში. ყველა ონლაინ ლექცია იწერება და ნებისმიერ დროს შეგიძლია გადახედო.

რა მოხდება კურსის დასრულების შემდეგ?

მიიღებ სერტიფიკატს, შემოგვიერთდები ჩვენი კურსდამთავრებულების ქსელში, და ჩვენი გუნდი დაგეხმარება რეზიუმეს მომზადებაში და დისპეჩერის დამწყები პოზიციებზე განაცხადის შევსებაში.

კურსი ონლაინია თუ პირისპირ?

ორივე ფორმატს აერთიანებს: თეორიული ლექციები ტარდება ონლაინ, Zoom-ში, პრაქტიკული შეხვედრები კი ცოცხლად, თბილისში. ჩაწერილი ლექციების გადახედვა ნებისმიერ დროს შეგიძლია.

შემიძლია მენტორებთან კომუნიკაცია?

დიახ. ყოველი ჯგუფი იღებს მენტორის საათებს, კერძო ჩატის არხს და 1:1 შეფასებებს დავალებებზე.

ჩაეწერე დისპეჩინგის კურსზე — 900 ₾